მაცხოვარი |
მესამე
მცნება: არა მოიღო სახელი
უფლისა ღმრთისა შენისაი ამაოსა ზედა.
ღმერთი ამ მცნებით გვასწავლის, როგორ უნდა ხდებოდეს
ღვთის სახელის ხსენება. ყოველწუთიერად, ჩვეულებრივ ყოფით წვრილმანებზე საუბრისას, როდესაც
ამის საჭიროება არ არის უფლის სახელის გამუდმებით მოხსენიება, უფლის შეურაცხყოფაა.
აგრეთვე არ შეიძლება სახუმარო, სახალისო, არასერიოზულ
თემებზე საუბრისას უფლის სახელის ხსენება.
ეს მცნება გვიკრძალავს ღვთის გმობას, შეურაცხყოფას,
დაფიცებას.